მნიშვნელოვანისაქართველო

NDI-ის კვლევა: 27% – ”ქართულ ოცნებას”, 24% -არც ერთ პარტიას

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე: „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

აღნიშნულ კითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 27%; არც ერთი პარტია – 24%; არ ვიცი – 15%; უარი პასუხზე – 13%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 10%; „ევროპული საქართველო“ – 3%; სხვა – 7%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა.

კითხვაზე: საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა და 26 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში.
იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ, გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ „დიახ“, 69%-მა განაცხადა, რომ „არა“ და 7%-მა – არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპი გამოიკითხა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვა ჩაატარა “სი-არ-არ”- სი საქართველომ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

მსგავსი პოსტები

Back to top button