დღეიდან ბუნებრივი აირი გაძვირდა

დღეიდან ძალაში შევიდა “სემეკის” გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ფასის ზრდასთან დაკავშირებით.
ახალი ტარიფები მომავალი წლის ბოლომდე იმოქმედებს.
ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი თბილისში საშუალოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება „სემეკმა“ „ყაზტრანსგაზის“, „სოკარ გაზ ჯორჯიასა“ და „საქორ-გაზის“ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო. რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზეც ფასი განსხვავებული იქნება.
“ყაზტრანსგაზ თბილისის” შემთხვევაში, ტარიფი შეადგენს 46.153 თეთრს 1 კუბურ მეტრზე. “საქორ-გაზის” შემთხვევაში, ეს არის 57.11 თეთრი, ხოლო, “სოკარ გაზ ჯორჯიას” შემთხვევაში 56.940 თეთრი იქნება,“ – განაცხადა “სემეკის” პრეს-სპიკერმა, ქეთი ბერიკაშვილმა.