მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი ორმხრივად გაიხსნა

დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი ორმხრივად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, ხიდზე ორმხრივი მიმოსვლა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე არის შესაძლებელი.

მანამდე, ხიდს პენსიონრები და ენგურჰესზე მომუშავე საშვიანი თანამშრომლები კვეთდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე ჰუმანიტარული კორიდორი რამდენჯერმე გაიხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button