მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეიდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა

დღეიდან, 13 სექტემბრიდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა.

ტრანსპორტში კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით მეტროში პირბადის ტარებას გააკონტროლებენ კომპანიის, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ავტობუსებში კი კონტროლიორები და კონდუქტორები.

„თბილისის მიკროავტობუსის“ ცნობით, სხადასხვა პერიოდულობით ტესტირებას გავლიან მძღოლები, მგზავრებს კი ევალებათ პირბადის ტარება. მძღოლს უფლება აქვს არ დაძრას ტრანსპორტი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს არ უკეთია პირბადე.

დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 14 აგვისტოს შემდეგ შეიზღუდა, შეზღუდვა 4 სექტემბერს უნდა მოხსნილიყო, თუმცა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button