მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეიდან საბავშვო გასართობი ცენტრები და თეატრები მუშაობას განაახლებენ

კორონავირუსის გამო დაწესებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა. დღეიდან, 1 აპრილიდან მუშაობას განაახლებენ თეატრები და საბავშვო გასართობი ცენტრები. ობიექტები მუშაობას ქვეყნის მასშტაბით, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სავალდებულო ნორმების დაცვით იწყებენ.

იმის გამო, რომ საღამოს ცხრა საათიდან საქართველოში მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი, თეატრები მუშაობას ტრადიციულ დროზე – საღამოს შვიდ-რვა საათზე რამდენიმე საათით ადრე დაიწყებენ.

1-ლი აპრილიდან იგეგმებოდა კინოთეატრების მუშაობის განახლებაც, თუმცა ის ერთი კვირით გადაიდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button