მნიშვნელოვანისაქართველო

დღეიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა გაძვირდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრონული ბილეთების სისტემების დანერგვის მიზეზით, დაცულ ტერიტორიებზე შესვლა 10-15 პროცენტით გაძვირდა. ცვლილება დღეიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით გაეშვა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს
მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს.

,,ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“.
კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით, ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები.

ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და შეადგენს 10-15%-ს”, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მსგავსი პოსტები

Back to top button