დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ აცნობეს. 30 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button