მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეიდან საქართველოში კომენდანტის საათი უქმდება

დღეიდან, 30 ივნისიდან საქართველოში კომენდანტის საათი უქმდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისის 23:00 საათიდან გაუქმდება.

შეგახსენებთ, რომ კოვიდრეგულაციების ფარგლებში კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23:00 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button