მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
დღეიდან საქართველოში სახმელეთო საზღვრები იხსნება
დღეიდან ,1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები იხსნება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
“საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნის შესახებ, რაც ამოქმედდება 1-ლი ივნისიდან. სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, ასევე PSR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PSR ტესტის უარყოფითი პასუხით, ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ცაიტარონ PSR ტესტი”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.
ძალაში რჩება კომენდატის საათი 23:00-დან 05:00 საათამდე