მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი კიდევ მოიხსნა

დღეიდან, პირველი მარტიდან საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი მოიხსნა.

დღეიდან მუშაობა განაახლეს

• საბავშვო და კერძო ბაღებმა (2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით);
• მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა;
• ქალაქ ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეებმა;

განახლდა ასევე

• უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობა;
• გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება;
• კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

25 თებერვლიდან ქვეყანაში აღდგა საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე. უქმე დღეებში მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.

კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

მსგავსი პოსტები

Back to top button