მნიშვნელოვანისაქართველო

დღეიდან “სითი პარკს” თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეცვლის

კახი კალაძის მიერ “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, სისტემას მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია დღეს ოფიციალურად გადაიბარებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ ტექნიკური ჯგუფი უკვე მზად არის შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად.

„როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე ინტელექტუალური კუთხით, ასევე თანამშრომლების კუთხით კომპანია მზად არის. თვითონ სითი პარკის არსებულმა სტაფმა, 102-მა ადამიანმა გამოხატა მზადყოფნა, რომ გადმოსულიყო თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. რაც შეეხება საფასურის გაზრდა- არ გაზრდას, დღეს მხოლოდ და მხოლოდ ხდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ჩანაცვლება, ამ ფუნქციას იღებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და არანაირ ჯარიმის მატებას ან კლებას ადგილი არ ექნება,“- განაცხადა შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორმა მამუკა კობახიძემ.

“სითი პარკი” კი მერიასთან სამართლებრივი დავისთვის ემზადება.

კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button