მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
დღეიდან უქმე დღეებში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/02/AVTOBUSI-TELAVI-2.jpg)
დღეიდან, 27 თებერვლიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შაბათ-კვირასაც განაახლა. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს მთავრობის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვალს მიიღო.
რაც შეეხება მგზავრებისათვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალულია გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.
25 თებერვლიდან მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმაც.