მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დღეისთვის უკრაინის ტერიტორიაზე 308 ბავშვი დაბრუნდა

უკრაინამ მოახერხა 15 ბავშვის დაბრუნება ხარკოვისა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიებიდან, – ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვები უკრაინაში მშობლებთან და კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად დაბრუნდნენ. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 308 უკანონოდ დეპორტირებული ბავშვი დაბრუნდა.
ლუბინეცის თანახმად, საქმე ეხება ბავშვებს ხარკოვისა და ხერსონის ოლქების იმ ქალაქებიდან, რომლებიც რუსეთის ჯარებს აქვთ ოკუპირებული.
„ყველა გამოწვევის მიუხედავად, განვაგრძობთ მუშაობას, რათა უკრაინელებმა შეძლონ ნათესავების ნახვა და საკუთარ მიწაზე ყოფნა. ეროვნული საინფორმაციო ბიუროს მონაცემებით, დღეისთვის უკრაინის ტერიტორიაზე 308 ბავშვი დაბრუნდა“, – დაწერა ომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, სწორედ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია და რუსეთში, ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი გადაყვანა გახდა მიზეზი, რომლის საფუძველზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს თანახმად, მათ შეიძლება პასუხი აგონ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button