დღეს 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღეა
დღეს, 13 თებერვალს, რადიოს მსოფლიო დღეა. 13 თებერვალი იუნესკომ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წლის სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო. საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო.
ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივისმიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების ხაზგასმა და რადიოკომუნიკაციის მნიშვნელობის აღიარება.
იუნესკო აღნიშნავს, რომ რადიომაუწყებლობა ყველაზე უნივერსალური მედიასაშუალებაა, მისი აუდიტორია მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს შეადგენს.
იუნესკოში რომლის იდეაც იყო რადიოს დღის დაფუძნება აღნიშნავენ, რომ ციფრულ ერაში რადიოს მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ისევ აგრძელებს თავის გავლენას მედიაზე.
რადიოს ეთერი, რომლის გავრცელებაც არ საჭიროებს რთულ მოწყობილობას, მსოფლიოს ყველაზე შორეულში მაცხოვრებელ ადამიანებამდე და მარგინალურ ჯგუფებამდე აღწევს. ელექტროკავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში, დაახლოებით 75%-ს გააჩნია ერთი რადიომიმღები მაინც.
თითქმის ორი ათეული წელია მაუწყებლობს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთიც! “ჰერეთი” წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია ჯგუფს საქართველოში, რომელიც 1998 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა. კომპანია ფლობს 3 რადიოსადგურს. ჩვენი რადიოების დაფარვის არეალში 3 მილიონამდე პოტენციური მსმენელია.