მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დღეს 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს

თუ თქვენ სიმტკიცე არ გაქვთ ცა ჩაკეტოთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები

ტელეკომპანია „ფორმულას” ცნობით, 4 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს.

„ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუყუროთ და მოვუსმინოთ პრეზიდენტის მიმართვას დიდი ეკრანიდან და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ!” – წერს ტელეარხი.

როგორც ცნობილია, ზელენსკი თბილისის გარდა ფრანკფურტში, პრაღაში, ლიონში, ბრატისლავაში, ვენაში და ვილნიუსში შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს.

1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა “ტვიტერზე”, მათ შორის, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამდა, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებოდათ.

“მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება”, – დაწერა მან.

საქართველოსს მმართველი პაარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ელჩის გაწვევის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება.
25 თებერვალს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ დააწესეს.
ღარიბაშვილმა მიღებულ გადაწყვეტილება “ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესებით” ახსნა. ამასთან, თქვა, რომ უკრაინაში მისი “ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემია” და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, “მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში გაიმართა აქცია – “პასუხი რუსულ ოცნებას”.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართულ აქციებს გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი. მან ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.
თუ თქვენ სიმტკიცე არ გაქვთ ცა ჩაკეტოთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები – ასე მიმართა უკრანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეგობარ ქვეყნებს.

მისი თქმით, რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა საქართველოც გახდეს:

ღმერთმა არ ქნას, ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლათვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი. ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ”- თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button