საქართველოსიახლეები
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.
1-ელი ივნისი ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან აღინიშნება.
მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებები მიმდინარეობს.