დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებებია დაგეგმილი ყველა რაიონში.

გასართობი სანახაობები, საბავშვო კონცერტები, სპორტულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება ზოოპარკში, დედაენის ბაღში, ვაკის პარკსა და კიკვიძის პარკში. დღის ბოლოს კი საჰაერო ბუშტებს გაუშვებენ.

დღესვე ნიქოზში ხალხური სიმღერის მოზარდთა ფესტივალი ჩატარდება. მასში ფოლკლორული ჯგუფი და 500-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვები, რომელთა ნახატებიც გამოიფინება. ღონისძიებებს ნიქოზში კულტურის მინისტრიც დაესწრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button