![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/03/happiness-day-images-2017.jpg)
დღეს, 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღეა.
ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2012 წლიდან აღინიშნება.
ბედიერების საერთაშორისო დღის გამოცხადებას მხარი დაუჭირა გაეროს ასამბლეის 193 წევრმა.
20 მარტი შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს არის გაზაფხულის ბუნიობის დღე, როცა მთელ დედამიწაზე დღე ღამეს უტოლდება და ამით დღესასწაულის ინიციატორებს იმის ხაზგასმა სურდათ, რომ პლანეტის ყველა ადამიანს თანაბრად აქვს უფლება – იყოს ბედნიერი.
2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო 156 ქვეყანას შორის 134-ე ადგილს იკავებდა. მკვლევრები ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელს სწავლობდნენ – ეს იყო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე თითოეული მოქალაქის ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობის მოლოდინი, თავისუფალი გარემო და სხვა.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი ბედნიერებას გისურვებთ ♥!