დღეს ბორდელში შესვლა უფასოა
ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, ბორდელ „პაშა“ შესასვლელთან, მამაკაცების გრძელი რიგი ჩამწკრივდა, – გვატყობინებს ადგილობრივი ტაბლოიდი Kronen Zeitung.
აჟიოტაჟის მიზეზი გულუხვი საზაფხულო სპეცწინადადებაა, რომლის თანახმად, საიდუმლო სახლში შესვლა, სასმელები და ქალებით მომსახურება, ყველა კლიენტისთვის უფასოა.
გამოცემა გვატყობინებს, რომ ბორდელის მფლობელმა, ადგილობრივი წითელი ფარნების კვარტლის მეფემ განაცხადა, რომ ამ აქციით იგი პროტესტს გამოხატავს სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკის წინააღმდეგ.
ჰერმან „პაშა“ მიულერმა განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს, გადასახადების სახით, 5 მილიონი ევრო გადაუხადა. სამართალდამცველი ორგანოები არც კი ფიქრობენ არალეგალურ პროცტიტუციასთან ბრძოლას, რომელსაც კონკურენციას მიულერის კანონმორჩილი დაწესებულება უწევს.
„პრობლემა ისაა, რომ საგადასახადო სამსახურის მუშაკების მადა განუწყვეტლივ იზრდება, ორ კვირაში ერთხელ მაკითხავენ, – დაიჩივლა მიულერმა.
სპეცწინადადება, 2-დან 6 კვირამდე გაგრძელდება. ყველა ხარჯს თავად მიულერი გაიღებს.