დღეს დაგეგმილი მარში “თბილისი პრაიდის” მიერ არის ორგანიზებული- “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაორგანიზებული აქციაა-ოცნება

“ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 5 საათზე დაგეგმილი მარში “თბილისი პრაიდის” მიერ არის ორგანიზებული.
მისივე თქმით, ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.
“როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ტრადიციებზე, საქართველოზე და ქართველობაზე, ამ დროს, “თბილისი პრაიდმა”, რომელიც ქვეყანაში კაცების გათხოვების დაკანონების მომხრეა, უნდა ჩაატაროს მარში და უნდათ აქ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებმა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე არის განწირული, იმიტომ, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაც კი აღარ გამოვა.
ეს არ არის ქართული არჩევანი, ეს არის “თბილისი პრაიდისა” და უცხოეთიდან გათხოვილი კაცების შედგენილი დღის წესრიგი, აქ საქართველოს საზოგადოება და მისი უდიდესი ნაწილი მონაწილეობას არასდროს მიიღებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თბილისში დღეს მარში “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დღეს დაგეგმილი მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაორგანიზებული აქციაა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ცდილობენ, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ნათლად დასტურდება, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ტყუილია.
“რადიკალური ძალები, კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, NGO-ები, კოლექტიური გიგაურები, ლომჯარიები აორგანიზებენ. ეს ის ხალხია, რომლებმაც ქართული გამჭვირვალობის წინააღმდეგ დააორგანიზეს აქციები და ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.
შესაბამისად სურთ, რომ მოატყუონ მოსახლეობა, თითქოს, ევროპას ამოფარებული მარშია, ჩვეულებრივად “ნაციონალური მოძრაობის” აქციაა და მოსახლეობას შევახსენებთ, თუ მოტყუვდებიან და მივლენ აქციაზე, კითხვები მაინც დაუსვან – რომ გვეუბნებოდით გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ უნდა გაგვეღვიძა ჩელიაბინსკში, ამის შემდეგ აიკრძალებოდა ოპოზიციური პარტიები, აიკრძალებოდა ყველა ოპოზიციური მედია საშუალება, არასამთავრობო ორგანიზაციები, არჩევნებამდე არავინ იფუნქციონირებსო, მოვიდა არჩევნები და დადასტურდა, რომ მათ მოსახლეობა ტყუილში შეიყვანეს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დღეს, ხუთი საათიდან მარში დაიწყება, სახელწოდებით – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”.