დღეს დედამიწის საერთაშორისო დღეა

მსოფლიო დღეს დედამიწის დღეს აღნიშნვას. დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა და ის მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

დედამიწის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება. ზოოპარკში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

წელს დედამიწის დღე 45-ედ აღინიშნება და მისი მთავარი თემაა “კლიმატის ცვლილების სახე” – ექსტერმალური ამინდი, დაბინძურებული გარემო – ჩვენი დღევანდელობაა.

ყოველი წლის 22 აპრილს ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის, 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

დედამიწის დღის დამფუძნებლად ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი გაილორდ ნილსენი ითვლება, როდესაც ის და მთელი ქვეყანა 1969 წელს ნავთობის მასიური დაღვრის მოწმე გახდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button