დღეს დედოფალ ელისაბედ მეორეს ედინბურგის ტაძარში გადაასვენებენ
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე ედინბურგში, შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ რეზიდენციაში, ჰოლირუდჰაუსის სასახლე გადაასვენეს.
ცხედარს ბალმორალის ციხიდან სასახლემდე ექვსი საათის განმავლობაში მიასვენებდნენ. ედინბურგის ქუჩებში ასობით ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეები მონარქს ტაშითა და ყვავილები ხვდებოდნენ.
დედოფლის ცხედარს ჰოლირუდჰაუსის სასახლეში საპატიო მცველი დახვდა. შოტლანდიის სამეფო პოლკის ჯარისკაცებმა ის სასახლის ტახტის ოთახში დაასვენეს.
დედოფალს დღეს დილით სენტ-გაილსის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც შოტლანდიელებს მასთან გამომშვიდობების და პატივის მიგების საშუალება ექნებათ.
დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში 19 სექტემბერს გაიმართება. იმ ლიდერებს შორის, რომლებიც ცერემონიას დაესწრებიან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გერმანიის პრეზიდენტი, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არიან.