მნიშვნელოვანისაქართველო
დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დღეს, 12:00 საათზე პირველ სხდომას გამართავს. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთავრობის მეთაურის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ეკისრება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რვა წევრისგან შედგება და მის ფუნქციას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია წარმოადგენს სტრატეგიულ დონეზე.