მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დღეს გადამწყვეტი მატჩის დღეა -საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას 23:00 საათზე დაუპირისპირდება

დღეს გადამწყვეტი მატჩის დღეა – საქართველოს საფეხბუთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი გელზენკირხენში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ეროვნულ ნაკრებს პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში კრიშტიანუ რონალდუს გუნდთან გვაქვს. პორტუგალია პირველი ადგილით ფლეი ოფში უკვე გასულია – უძლიერესი მეტოქის მიუხედავად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც არსებობს.

გადამწყვეტი ფეხბურთელების განწყობა და შემართებაა, რომლებიც მოედანზე მაქსიმუალური შედეგის დადების პირობას დებენ.

სტაიონდზე რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლობა უეფა-სთან დაგეგმილ წინასამატჩო შეხვედრაზე მივიდა.

დღევანდელი შეხვედრა, საქართველოსა-პორტუგალიის ნაკრებთა დაპირისპირება, ჩაივლის საკმაოდ გამკაცრებული უსაფრთხოების დაცვით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს თავად პორტუგალიელების მოთხოვნა იყო, მათ გააკეთეს ამაზე აქცენტი. შესაბამისად, საორგანიზაციო კუთხით უეფა-მაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პორტუგალიელთა წინა შეხვედრაზე, თურქებთან გამართულ მატჩში, სელფების გადასაღებად მინდორზე ძალიან ბევრი ადამიანი შევიდა.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. თამაშს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აჩვენებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button