დღეს გაირკვევა მიიღებს თუ არა სასამართლო რუსთავი2-ის წინააღმდეგ სარჩელს

სავარაუდოდ დღეს,10 აგვისტოს გახდება ცნობილი მიიღებს თუ წარმოებაში სასამართლო სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ყოფილი დამფუძნებლისა და ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის სარჩელს “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ.

ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანიაში წილის დაბრუნებას ითხოვს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მან “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც მოსამართლემ 5 აგვისტოს დააკმაყოფილა.

სასამართლოს ოფიციალურ განჩინებასთან დაკავშირებული მასალები სამაუწყებლო კომპანიისთვის ამ დრომდე არ გადაუცია.

“რუსთავი2” -ს სამი მოთხოვნა აქვს: მოსამართლე ურთმელიძე არ იყოს საჩივრის განმხილველი; საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, საჩივარი იყოს განხილული ზეპირი მოსმენით და მესამე – განხილვა მოეწყოს არა ერთი, არამედ სამი მოსამართლის მონაწილეობით.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button