დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმე ამჯერად ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება.
პროცესს მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.დაცვის მხარე მტკიცებულებებთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველები კი კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.
ადვოკატის შოთა თუთბერიძის ხმა