დღეს მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ვაქცინაცია დაიწყო. დღეს გეგუთის #14, გლდანის #8 და რუსთავის ქალთა #5 ციხეებში მყოფი მსჯავრდებულები აიცრებიან. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს.
„დღეისათვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში – 120, ხოლო რუსთავში – 30. ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანომობილები და რეანიმატოლოგები“, – აღნიშნავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში
ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.