მნიშვნელოვანისაქართველო

დღეს ნათლისღებაა

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. ის ერთ-ერთია თორმეტს საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა აღესრულება, მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

სამებაში მივიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს. პატრიარქი მრევლს წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართავს, თუმცა შესაძლოა პატრიარქის საზეიმო სიტყვა ტაძარში წაიკითხონ.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოც.

მსგავსი პოსტები

Back to top button