დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა განახლდება. პროცესს ვერ დაესწრება თავად მელია, რომელიც სხდომიდან გაძევებულია სასამართლოსადმი უპატივცემულობის მოტივით.
დღევანდელი პროცესიდან მელიას გათავისუფლების იმედი არ აქვთ ადვოკატებს.
“ვიცით, რომ რეალურად სასამართლო არ იხილავს ამ საქმეს, ამ საქმეს იხილავს ქართული ოცნება და გადაწყვეტილებებს იღებს ის, უბრალოდ ამ გადაწყვეტილებების გახმოვანება ხდება სასამართლოს შენობაში მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირის მიერ. არანაირი მოლოდინები ამ სხდომასთან დაკავშირებით არ გვაქვს”, – თქვა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა.
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ნიკა მელია საპოლიციო ძალებმა 2021 წლის 23 თებერვალს დააკვეს.
მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.