მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი გრძელდება. დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარსდგება.
დაიწყება მტკიცებულებების მოკვლევაც. თავად ბრალდებული პროცესს არ დაესწრება,რადგან მელია მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
“იქ სამართალს არაფერი ესაქმება. გამორიცხულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი მივიღო, რომელიც უნდა გავრცელდეს დამნაშავეებზე,”- აცხადებს ნიკა მელია.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.
შეგახსებნებთ, ნიკა მელია10 მაისს საპატიმროდან, ევროკავშირის მიერ გადახდილი 40 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გამოვიდა.