დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გაეცნობიან.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.
“გასაოცარი დემოკრატია “ქართული ოცნების” პირობებში იმიტომ, რომ ერთის მხრივ “ქართული ოცნება” თავს იწონებს და ამოფარებულია შარლ მიშელის დოკუმენტს და იძახის, რომ ამნისტია უნდა გამოაცხადოს და მეორეს მხრივ, ნიკა მელიას სასამართლოში იბარებენ კვლავ იგივე 20 ივნისის საქმეზე და ირწმუნებიან, რომ რაღაც ახალი მტკიცებულებები გააჩნიათ.
როდესაც საქმის კურსში არ არის ადვოკატი როგორ უნდა წარმართოს სრულუფლებიანი დაცვა პირის. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ მთელი წლების განმავლობაში, რომ პროკურატურა და სასამართლო წარმოადგენენ პრაქტიკულად ერთ უწყებას, მოქმედებენ შეხმატკბილებულად და ცალკე მხარე არის ადვოკატი, რომელსაც თითქმის არაფრის უფლება არა აქვს,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს,ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წარდგენილი. გამოძიება მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მის ხელმძღვანელობას ედავება.