დღეს ნიკოლოზობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 22 მაისს და 19 დეკემბერს – წმინდანის გარდაცვალების დღეს.
22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარიში გადასვენებისდღეა
წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი (257-351) — მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი,მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.
წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი საწაული აღასრულა. მათგან ნეტარსგანსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდსიკვდილ მისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმიდის მადლით გაძლიერებულიმღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცადა მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში ხილებული ქალაქის თავისინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაშიშფოთის ჩასაცხორაბად გაგზავნილი მხედართმთავრები: ნაბუტიანოსი, აფრისონი დაარბიდიანიც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაცდასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებულ სარდლებს მათდამიშურით აღძრულმა სხვა მხედართუფროსებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადებადასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი,აფრისიონი და არბიდიანა დაუყოვნებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანშიგამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელმთავარიმოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხება გამოითხოვეს მისგან. რწფელი გულით აღლენილივედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადაკონსტანტინეს და უბრძანა, გაეთავისუფლებინა უსამართლოდ პყრობილი მხედართმთავრები.
მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყოდაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარიშიგადაასვენეს.
წმიდა ნიკოლოზი მიცვალების შემდეგაც ურიცხვ სასწაულს აღასრულებს: “ვერვინ შემძლებელარს აღრაცხად მათა: რავდენნი სნეულნი განკურნნა, ანუ რავდენნი ეშმაკეულნიგანათავისუფლნა და რავდენთა ჭირვეულთა მსწრაფლ შეეწია და საპყრობილესა შინაშეწყდომილნი და მწუხარენი მყის განარინნა და რავდენთა ზღუასა მოწყუდეულთა დაგანწირულთა მსწრაფლ მჰნე ექმნა და განმარინებელ და რავდენთა უდაბნოს მხადელთა მისთაგამოეცხადა და მოგზაურთა თანა-მავალ ექმნა და მცველ…”
ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საფლავი ქალაქ ბარის ბაზილიკაშია.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”7128″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1432281032614″]