მნიშვნელოვანისიახლეები

დღეს ოცნება გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი

ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, „ქართულ ოცნებას“ ერთი სული აქვს მიხეილ სააკაშვილი იყოს მუდმივად მათი ერთადერთი ოპონენტი.

„სხვათა შორის, არაერთხელ შევხვდი რატი ბრეგაძეს ამ საკითხზე, როდესაც იყო ჰუმანური, ჯანმრთელობის პრობლემა. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს საკითხი თქვენი გადასაწყვეტია მთავრობის მიერ, პოლიტიკური საკითხია და არა შეწყალების. შეწყალება სხვა რაიმეს ეხება, მორალურ განზომილებას, ამიტომ ვთქვი: „არა“.

„ოცნებას“ ერთი სული აქვს, მიშა იყოს მუდმივად მისი ერთადერთი ოპონენტი. ამიტომ არის, რომ თუ რაიმე ხმები შეინარჩუნეს დღემდე, არის იმ ადამიანებისგან, ვისაც ის პერიოდი ახსოვს. „ოცნება“ დღეს გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი. გაიმეორა და დაუმატა ერთადერთი რამ, რაც არ ჰქონდა სააკაშვილის პერიოდს. ავტორიტარიზმს, ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანების უფლებების დარღვევას, ბიზნესის დამონებას დაუმატა რუსეთი“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ შეწყალება არის “დამნაშავე ადამიანების შეწყალება” და ეს აქტი მხოლოდ მისი დისკრეციაა. ეს განცხადება მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე საუბრისას გააკეთა. ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ პრეზიდენტს ჰკითხა, რომ გრიგორიადისის შეწყალება “არაერთხელ გაიხსენეს დაძაბულობის ესკალაციის კონტექსტში”.

“18 წლის ბავშვი, რომ არ უნდა დალპეს ციხეში, შეიძლება მოინანიოს, შეიძლება შეცდომა დაუშვა… შეწყალება არის შეწყალება დამნაშავე ადამიანების და არა უდანაშაულოების. ეს არის ჩემი დისკრეცია. არავის აქვს უფლება, დასვას კითხვა ამ დისკრეციაზე”, – თქვა პრეზიდენტმა, რა დროსაც ჟურნალისტმა დამატებითი კითხვა დაუსვა: “თქვენი აზრით ის იყო უდანაშაულო?”

“არ მითქვამს. პირიქით ვამბობ. შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე დანაშაული ჩადენილი. შეფასება პრეზიდენტის, ვინმე უნდა შეიწყალო, თუ არ შეიწყალო, ეს დისკრეციაა. ეს ეხება სინდისს, რისთვისაც ვრჩები შემდეგ მარტო ცემ ტავთან. სხვათაშორის, თუ შეწყალებაზე ვსაუბრობთ, ის ხალხი, აქ რომ იყო მოსული, რომ შემომესიეთ, ახლახანს ერთი წლის წინ, რომ ტქვენ აპირებთ [მიხეილ სააკაშვილის]… ეს იყო გაფრთხილებული “ოცნებაში”, მათი ტროლების და ინფლუენსერების. როდის ვთქვი მე რომ შევიწყალებდი? მე ვთქვი, რომ არასდროს არ შევიწყალებ და არ შევიწყალე, აგერ”

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების საკითხთან დაკავშირებით მტკიცებულებები, დოკუმენტური სახით, სტრასბურგის სასამართლოშია.

ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ქუჩაში პროტესტს გამოხატავენ.

“უამრავი მტკიცებულება არსებობს. სტრასბურგში არის. კარუსელები, ეს ელექტრონული, ახალი კარუსელი, რომელიც აღარ არის, არც სომხური, არც ქართული და არის ახალი კარუსელი, რაც გამოიყენეს ამ ხმის მიცემისთვის.

და ეს არის დადასტურებული, ერთმა ადამიანმა თავად თქვა, რომ მე თვითონ მივეცი, ზუსტად აღარ მახსოვს, 20-ჯერ თუ 30-ჯერ და ტელევიზიითაც აჩვენეს, სახელით, გვარით და სხვათა შორის, მემგონი, პროკურორმა არც გამოიძახა.

მტკიცებულებები არის უამრავი, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და ამას გეუბნებით, რომ უკვე გადაცემულია თუნდაც სტრასბურგში ეს მტკიცებულებები, დევს პაკეტებად, დოკუმენტური სახით და მთავარი მტკიცებულება, რომელიც არსებობს არის ეს ხალხი, რომელიც გარეთ გამოდის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

.

მსგავსი პოსტები

Back to top button