სპორტი

დღეს ფეხბურთის საერთაშორისო დღეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 10 დეკემბერი ფეხბურთის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და მას სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები და გულშემატკივრები ყოველწლიურად აღნიშნავენ.

ფეხბურთის სამშობლოდ დღემდე ინგლისი ითვლება, თუმცა მოვლენა მეცნიერულად დადასტურებული არ არის.

პლანეტის ყველაზე პოპულარული თამაშის შესახებ ჩინეთის, რომის და საბერძნეთის უძველესი ისტორიული წყაროები იტყობინებიან.

იმ დროს სპორტსმენები თამაშში საბრძოლო ხელოვნების ელემენტებსაც ურევდნენ.

მრავალჯერადი ტრანსფორმაცია განიცადა სათამაშო ინსტრუმენტმა ბურთმა, თუმცა საბოლოოდ, 1855 წელს ინგლისელმა ჩარლზ გუდიეერმა ვულკანური რეზინისგან ნამდვილი ბურთი გააკეთა.

დღეს, სპორტის ეს სახეობა მსოფლიო მასშტაბის ფენომენია და გასაკვირიც არაა, რომ მისი სახელობის დღე აღინიშნება.

ფეხბურთის საერთაშორისო დღეს გილოცავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button