დღეს პოლიციელის დღეა

დღეს, 31 მაისს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება. ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება.

პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან.

ღონისძიებების გამო, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ სამგორამდე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება.

შეზღუდვა 14:00 საათამდე იმოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button