დღეს რადიოს მსოფლიო დღეა

დღეს, 13 თებერვალს, რადიოს მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშრებით იუნესკოში გაიმართება ღონისძიებები, სადაც ისაუბრებენ რადიოს ისტორიაზე და რადიომაუწყებლობის სფეროში უკანასკნელ დროს შემუშავებულ სიახლეებზე.

13 თებერვალი იუნესკომ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა, 1946 წლის სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო.
საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო.

იუნესკო აღნიშნავს, რომ რადიომაუწყებლობა ყველაზე უნივერსალური მედიასაშუალებაა, მისი აუდიტორია მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს შეადგენს.

რადიოს ეთერი, რომლის გავრცელებაც არ საჭიროებს რთულ მოწყობილობას, მსოფლიოს ყველაზე შორეულში მაცხოვრებელ ადამიანებამდე და მარგინალურ ჯგუფებამდე აღწევს. ელექტროკავშირის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში, დაახლოებით 75%-ს გააჩნია ერთი რადიომიმღები მაინც.

„ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების პირობებში რადიო რჩება წყაროდ, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს მიაწოდოს ყველანაირი ინფორმაცია, ნებისმიერ კუთხეში და ნებისმიერ დროს“

მსგავსი პოსტები

Back to top button