დღეს რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვი დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვსა და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვი ამბობს, რომ დაბომბვა ახლაც მიმდინარეობს. ამასთან, ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხალხს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
„წინასწარის ინფორმაციით, სამრეწველო რაიონს S-300 რაკეტებით დაესხნენ თავს. მათი სამიზნე ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო“, – წერს ტერეხოვი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის დასახლებული პუნქტები „ეს 300“ სისტემებით დაბომბეს. დაბომბვის შემდეგ ქალაქ ხარკოვს ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემები შეექმნა. შეჩერდა მეტროპოლიტენის მუშაობა.
მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.
ადგილობრივი „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ აფეთქებების შემდეგ ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დაიწყო და მეტრომ მუშაობა შეწყვიტა.