მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„დღეს საღამოს 6-ზე გელოდებით რუსთაველზე”-ნოდარ მელაძე

დღევანდელ დაგეგმილ აქციას 18 :00 საათზე, ეხმაურება „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და საზოგადოებას მოუწოდებს ერთად გააპროტესტონ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და ქვეყნის ავტოკრატიისკენ სვლა.

„დღეს ყველა უნდა დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ გადავარჩინოთ უბრალოდ ქვეყანა, დღეს არ არის მხოლოდ მედიის სოლიდარობის აქცია, ზედაპირზეა ხელისუფლების სწრაფი სვლა ავტოკრატიისკენ იქ, სადაც არ გვინდა რომ ვნახოთ საქართველო. ვბრუნდებით იქ საიდანაც გამოვედით ბევრი წლის წინ, ერთადერთი მექანიზმი რომელმაც შეიძლება შეაჩეროს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სურვილი დევნოს ყველა ამ ქვეყანაში ვინც არ ფიქრობს ისე როგორც “ქართული ოცნება” არის სწორედ ხალხის პროტესტი.
ხალხის პროტესტი და იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ რუსულ სახელმწიფოში, ჩვენ არ გვინდა ამ ქვეყანაში სდევნიდნენ და კლავდნენ ჟურნალისტებს,სცემდნენ, ასისხლიანებდნენ და ხელისუფლებას არ აინტერესებდეს, რა ბედი ეწევა მედიას, რომელსაც ის უბრალოდ ვერ აკონტროლებს. თუ თქვენც არ გინდათ იცხოვროთ ასეთ ქვეყანაში, მაშინ დღეს საღამოს 6-ზე გელოდებით რუსთაველზე”, – ამბობს მელაძე.

შეგახსნებთ, რომ აქცია გაიმართება დღეს, პარლამენტთან, 18:00 საათზე.

20:00 საათზე “მთავარი არხის”, “ტვ პირველისა” და “ფორმულას” მაყურებელი შაბათის საერთო გადაცემას იხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button