მნიშვნელოვანისიახლეები

“დღეს საქართველოში უფლებადამცველებსაც უჭირთ მუშაობა”

საქართველოში უფლებადამცველების საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას ელჩები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებზე გახშირებულ თავდასხმებზე. უფლებადამცველები ამბობენ, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდმა აჩვენა, რომ მათი სამუშაო გარემო უარესდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში უფლებადამცველებს მუშაობა უჭირთ და ისინი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის, რაც წინასაარჩევნოდ ხდებოდა, ეს არ ყოფილა ზეწოლა ან საქმიანობაში ხელის შეშლა.

არჩევნების პერიოდში მიმდინარე ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება, რომელიც უფლებამდაცველების მიმართ გამოვლინდა, საკმაოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს.

მოისმინეთ უჩა ნანუაშვილის, თამარ ჩუგოშვილის და ნინო ლომჯარიას ხმები.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი საუბრისას საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო.

„რაც შეეხება არჩევნებს, ბევრი კომენტარი გავაკეთე ამ თემაზე. ვფიქრობ ნათელია, რომ არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანია იმ გამოძიებების დასრულება, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ სამომავლო პერსპექტივიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარის ჩართულობით ვიმუშაოთ იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც ეუთოსა და სხვა დამკვირვებლების მიერ იქნა აღიარებული,“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button