კულტურამოზაიკა

დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა

დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა, ის 97 წლის გახდებოდა.

ცნობილი კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი 1924 წლის 9 იანვარს თბილისში დაიბადა.

მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.

ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი ,,ბროწეულის ფერი” (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს.. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა.


ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით.
ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო ,,ამბავი სურამის ციხისა” (1984), ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988)

სწორედ 80-იან წლებში გადაიღო ფარაჯანოვმა დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.

ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში გარდაიცვალა ერევანში, კიბოს დაავადებით. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა ორ ფილმზე: “შუშანიკის წამება” და “აღსარება”. მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერც ერთი ვერ განახორციელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button