მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეს “სინოფარმის” მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

“სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად დღეს რეგისტრაცია იხსნება. აცრის სასურველი დროისა და ადგილის მითითება მოქალაქეებს, სპეციალურ პორტალზე, საღამოს 8 საათიდან ექნებათ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი , „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button