დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება

დღეს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს.
სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის საინფორმაციო სამსახური დღეს საგანგებო რეჟიმში დილიდან გვიანობამდე იმუშევებს. ჩვენ პირდაპირ ეთერში მოგიყვებით ყველა იმ პროცესზე რომელიც დილიდან განვითარდება.
გვექნება პირდაპირ ჩართვები უბნებიდან, საარჩევნო მედიაცენტრიდან და ცესკოდან. მუშაობს ცხელი ხაზიც: თუ ხართ კახეთში დაგვირეკეთ ნომერზე : 0354 22 51 46, თუ ხართ დედაქალაქში, ან საქართველოს სხვა მხარეში დაგვირეკეთ: 032 272 93 50.
არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი. არჩევნები ჩატარებულად ითვლება ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ერთი ადამიანი მაინც მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას.
მთელი საქართველოს მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3 ათას 634 უბანი იხსნება, ასევე 10 სპეცუბანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.