მნიშვნელოვანი

„დღეს უკანონო მოსმენებისთვის მეტი ბერკეტია, ვიდრე იყო იმ დროს“ – გივი თარგამაძე

,,ევროპული საქართველოს“ წევრის, გივი თარგამაძის თქმით, დღეს უკანონო მოსმენების მხრივ, სიტუაცია დამძიმებულია, რადგან ფარული მიყურადების მეტი ბერკეტი არსებობს, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში.

ამის შესახებ გივი თარგამაძემ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველა ის ადამინი მოტყუებულია, ვინც ფარულის მოსმენების შესახებ კანონპროექტის შექმნაში მონაწილეობდა.

გივი თარგამაძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ივანე აბესაძის განცხადების შემდეგ, რომელმაც ამავე უწყების საგამოძიებო სამსახური უკანონო მიყურადებაში დაადანაშაულა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თავად უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა აბესაძის მიმართვამდე, მასთან შეხვედრის ინიციატივა არ გამოუჩენია.

მოისმინეთ გივი თარგამაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button