კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

წინასწარი ინფორმაციით, ზვიადაური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე, ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, ზვიადაური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მონაწილეობდა თუ არა, ის ორმხრივ სროლაში და რა მონაწილეობა მიიღო მან ინციდენტში, სამართალდამცავები არკვევენ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კონფლიქტი, სასტუმრო რედისონის წარმომადგენლებთან, ახლოს მდებარე ტყეში მოხდა, რომელიც ჯერ ცივი, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ორი გარდაცვლილი ახმეტის მკვიდრია, ერთი კი მათთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრია.

გარდაცვლილებს შორისაა, ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

რადიო ჰერეთის ინფორმაცით, დაჭრილია კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.

თელავში გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

მსგავსი პოსტები

Back to top button