მნიშვნელოვანისიახლეები

დღევანდელი კოვიდ-სტატისტიკის რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი

მსოფლიოში კორონავირუსს 50 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 900 კვლევა ანტიგენის ტესტით და 31 272 PCR ტესტით.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 813 პირი ემსხვერპლა.ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოჯანმრთელდა 5 087 პირი. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 977 832.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 092 684.

გუშინ საქართველოში 78 172 ტესტი ჩატარდა. დღიურად აცრილია – 7 661 მოქალაქე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა

📌აჭარა – 1 958

📌იმერეთი – 1 990

📌ქვემო ქართლი – 831

📌შიდა ქართლი – 877

📌გურია – 240

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 680

📌კახეთი -704

📌მცხეთა-მთიანეთი – 391

📌სამცხე-ჯავახეთი – 310

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -62

ოსური მედიის ცნობით, 10 იანვრიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 300 ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი პედიატრის ჯულიეტა ბაგაევას ცნობით, ყველა მათგანს დაავადება იოლი ფორმით გადააქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექვს რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 21 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი ყოველკვირეული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 50 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 47% ევროპის რეგიონში გამოვლინდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 17-23 იანვრის პერიოდში დაინფიცირების ყველაზე მეტი, 4 215 852 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა,

შემდეგ მოდის საფრანგეთი, 2 443 821 შემთხვევით,

მესამე ადგილზეა ინდოეთი, სადაც დაინფიცირების 2 115 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათ მოჰყვებიან იტალია და ბრაზილია. რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვირუსს ყველაზე მეტი, 10 795, ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა,

მეორე ადგილზეა რუსეთი, 4 792 გარდაცვლილით, მესამეზე ინდოეთი, სადაც გარდაცვალების 3 343 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში(17-23 იანვარი) მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 21 362 288 შემთხვევა, რაც პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა ერთ კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 49 890 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.

WHO-ს თანახმად, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად, 44%-ით გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 15%-იანი მატება იყო აღმოსავლეთ ხმელათაშუაზღვისპირეთში და 5%-იანი ამერიკაში. სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირდა.

ქვეყნებში, სადაც 2021 წლის ნოემბერში მკვეთრად გაიზარდა “ომიკრონით” ინფიცირებულთა რიცხვი, დეკემბრიდან კლების ტენდენცია დაიწყო.

“ომიკრონი”, რომელიც პირველად 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთში, დღემდე გამოვლენილ ყველა სახეობაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, შედარებით მსუბუქ დაავადებას იწვევს. ორწლიანი პანდემიის პერიოდში გამოვლენილია დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის არაერთი სახეობა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის მორიგი რეკორდი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმაციით, უახლოესი კვირების განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 90%-ში “ომიკრონ” შტამი დადასტურდება და დღიური ინფიცირების რიცხვი შესაძლოა 20 000-დან 30 000-მდე გაიზარდოს.

სამხრეთ კორეაში პანდემიის დაწყების დღიდან 762 983 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 6620 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button