
დიდ ბრიტანეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, საავადმყოფოებში კორონავირუსით კიდევ 828 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 17 337 შეადგინა.
ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 4 301 ადამიანი დაინფიცირდა და worldmeters.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მათი რაოდენობა 129 044-ია.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში, კორონავირუსს ყველაზე მეტი ადამიანი ინგლისში ემსხვერპლა.