მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა.

პირუტყვის მეპატრონეები ამბობენ, რომ შემთხვევა მათთვისაც საკმაოდ უჩვეულოა. ოჯახის წევრების თქმით, ძროხამ, რომელმაც ორთავიანი ხბო გააჩინა, მანამდე 6-ჯერ იმშობიარა, თუმცა ყველა ნაყოფი აქამდე ჯანმრთელი დაიბადა.

„დილით დაეწყო მშობიარობა ძროხას, თუმცა ვერ აჩენდა. ჩვენ ვეხმარებოდით მშობიარობაში, მაგრამ დიდი ზომის თავის გამო, ხბო ვერ გამოდიოდა გარეთ.

“გამოვიძახეთ ვეტერინარი, მან შეამოწმა და თქვა, რომ ხბოს ორი თავი ჰქონდა. გაუკეთა საკეისრო კვეთა, ხბო მკვდარი დაიბადა.” – ამბობს მეპატრონე.

ექიმი-ვეტერინარის, მაიზერ ღერკენაშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში პირველია.

„მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში აქამდე არ მქონია. როდესაც მივედი შემთხვევის ადგილზე, შევამოწმე ძროხა, მივხვდი, ხბოს ორი თავი ჰქონდა, მაგიტომ ვერ გამოდიოდა გარეთ. გავუკეთე საკეისრო კვეთა, ხბო უკვე მკვდარი იყო. რაც შეეხება ძროხას, ის თავს კარგად გრძნობს.” – ამბობს ვეტერინარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button