დიდ ქალაქებში მატარებლების მოძრაობის გრაფიკი შეიცვალა
საქართველოს რკინიგზა მატარებლების მოძრაობის გრაფიკს ცვლის. აღნიშნულის მიზეზი, დიდ ქალაქებში, 22:00სთ-დან დილი 5:00სთ-მდე გადაადგილების შეზღუდვაა.
მატარებლების გადაადგილების ახალი გრაფიკი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
თბილისი – ზუგდიდის მიმართულებით 07.20 – 12.55. ზუგდიდი-თბილისი 14.05- 19.45.
თბილისი-ფოთი 08.30-13.46. ფოთი თბილისი – 15.05- 20.15.
თბილისი- ფოთი 15.40-20.50. ფოთი -თბილისი: 08.20-13.35.
თბილისი – ქუთაისი 09.00- 14.00. ქუთაისი- თბილისი: 12.05 – 17.15.
თბილისი-ბათუმი: 08.00 -13.00. ბათუმი-თბილისი:15.25 -20.30.
თბილისი -ბათუმი: 15.05-20.05. ბათუმი -თბილისი: 07.50 – 12.5
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირებს, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს.