მნიშვნელოვანისაქართველო
დიდი ალბათობაა მეორე ტურის – თამარ ჟვანია
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებულ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს.
სხვაობა ვაშაძის ხმებსა და ზურაბიშვილის შედეგებს შორის მინიმალურია:
სალომე ზურაბიშვილი – 38,63 %;
გრიგოლ ვაშაძე – 37,74 %;
დავით ბაქრაძე – 10.97 %.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 99.95% უკვე დათვლილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 3 703 უბნის მონაცემების მიხედვით, რაც უბნების თითქმის 100 პროცენტია, დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
პროცედურის მიხედვით, მეორე ტური არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში უნდა გაიმართოს. თამარ ჟვანიას გათვლებით, მეორე ტურის უკიდურესი ვადა 2 დეკემბერი იქნება.