დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი. წინასწარი შედეგებით, ე.წ. “ბრექსითს” ამომრჩეველთა თითქმის 52 პროცენტმა მისცა ხმა, ევროკავშირში დარჩენის მომხრე 48 პროცენტი იყო.

მოსახლეობის აქტივობამ 71,8 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფერენდუმში 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს დიდ ბრიტანეთში 1992 წლიდან არჩევნებზე აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, ბრიტანული ფუნტის კურსი დოლართან მიმართებაში 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

“გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” (UKIP) ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ ქემერონს გადადგომისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button